VBA ექსელი: სრული კურსი პროგრამირებაში

კურსი სრულად განახლდა 2022 წელს.

ვისთვის არის კურსი:

  • მათთვის, ვისაც არ ქონია შეხება VBA-სთან და სურს სწავლა.

  • მათთვის ვინც იცის VBA საბაზისო დონეზე და სურს ცოდნის გაღრმავება, შევსება და პრაქტიკული მაგალითების გაკეთება.

  • მათთვისაც, ვინც ყოველდღიურად იყენებს Excel-ს და სურს პროცესების ავტომატიზაცია (მომაბეზრებელი და შრომატევადი სამუშაოს ავტომატურად შესრულება)

 

მოთხოვნები:

  • იცი, როგორ გამოიყენო ექსელი. სასურველია გავლილი გქონდეთ ექსელის კურსი ჩვენს საიტზე.

  • გაქვს მოტივაცია, რომ მოუსმინო ლექციებს, შეასრულო სავარჯიშოები და ამოცანები.

 

რას გთავაზობთ:

  • კვალიფიციურ ტრენერს, რომლებსაც აქვთ VBA-ში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

  • 7 საათზე მეტ ვიდეო ლექციებს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს შეუზღუდავად.

  • ექსკლუზიურად კურსისთვის შექმნილ საკითხავ მასალას ქართულ ენაზე.

  • პრაქტიკულ სავარჯიშო ფაილებს, რომელზეც კურსის განმავლობაში იმუშავებთ.

  • დახურულ FACEBOOK ჯგუფს სადაც უშუალოდ ტრენერისგან მიიღებთ კითხვებზე პასუხებს https://www.facebook.com/groups/exceloned

  • სერტიფიკატს, რომლის ასაღებადაც უნდა დაწეროთ დავალებები და ფინალური ამოცანა.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კურსი, რომელსაც ერთხელ შეიძენთ, მუდმივად თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ მომავალში მოუბრუნდეთ მასალებს და აღიდგინოთ ან გადაიმეოროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

ლექცია 1: Macro ჩამწერი

  • რა არის VBA

  • როგორ ჩავრთოთ Developer ტაბი

  • როგორ გამოვიძახოთ VBA-ს ფანჯარა

  • როგორ შევინახოთ მაკროსის შემცველი .xlsm ფაილები

  • მაკრო ჩამწერი

  • აბსოლუტური და რელაციური მისამართების გამოყენება

  • სწრაფი წვდომის ღილაკების დაკავშირება მაკროსთან

  • საბაზისო ფორმატირების გაკეთება მაკრო ჩამწერის გამოყენებით

  • ღილაკების დაკავშირება მაკროსთან

  • პერსონალური მაკროსი


ლექცია 2: კოდის დაწერა VBA-ში

  • VBA Project სამუშაო გარემო

  • ექსელის ფურცლის დამალვა VBA-ს გამოყენებით

  • VBA-ში კოდის დაწერის საფუძვლები

  • კომენტარები VBA-ში

  • კოდის ხაზებად გაშვება

  • Screen Updating

  • Automatic Calculations

  • Offset ფუნქცია და რელაციური მისამართები

  • შეცდომების გასწორება (დებაგირება) კოდში

  • Message Box

  • IF წინადადება: Or, And, Xor, Not


ლექცია 3: მონაცემთა ტიპები

  • ექსელის ძირითადი ობიექტები

  • მონაცემთა ტიპები VBA-ში

  • მონაცემის გამოცხადება

  • ჩადგმული IF წინადადება VBA-ში

  • Count და End ფუნქციები

  • Case Is ბრძანება

  • რა განსხვავებაა Value-სა და Value2-ს შორის


ლექცია 4: ლუპები VBA-ში

  • For ლუპი

  • For each ლუპი

  • Do while ლუპი

  • Do until ლუპი

  • შეცდომების მართვა Error handling

  • პრაქტიკული აპლიკაციები ლუპების გამოყენებით


ლექცია 5: ფუნქციები VBA-ში

  • ფუნქციის შექმნა

  • Private და Public ფუნქცია

  • ფუნქციის არგუმენტები

  • Add-in-ის შექმნა და VBA კოდის გაზიარება

  • სხვადასხვა პრაქტიკული აპლიკაციები


ლექცია 6: ფორმები და ღილაკები

  • ActiveX Controls ღილაკები

  • სესხის კალკულატორი შექმნა ღილაკებით

  • მომხმარებლის ფორმები User Forms

  • სხვადასხვა პრაქტიკული აპლიკაციები


ლექცია 7: ინფორმაციის ჩაწერა და წაკითხვა

  • სხვა ექსელის ფაილიდან გვერდების შემოტანა

  • ფაილების წაკითხვა ფოლდერში, რაოდენობა და სახელები

  • ექსელიდან ინფორმაციის ტექსტურ ფაილში ჩაწერა

  • ტექსტური ფაილიდან ინფორმაციის წაკითხვა

  • შესავალი

    უპირველესად, გამოიყენეთ xlsx ფაილი Macro-ს გარეშე, სავარჯიშოდ. გადმოწერეთ xlsx ფაილები, დაიმახსოვრეთ xlsm ფორმატში და ჩაიწერეთ Macro. აქ ატვირთულ xlsm ფაილებს შეგიძლიათ მიმართოთ მხოლოდ შედეგების შესადარებლად.

  • ვიდეო ლექცია 1: Macro ჩამწერი

    პირველ ვიდეო ლექციაში გაიგებთ, როგორ უნდა გამოიყენოთ VBA ექსელში კოდის დაწერი გარეშე

  • ვიდეო ლექცია 4&5: ლუპები და ფუნქციები

    ვიდეოში გაერთიანებულია ლექცია 4: ლუპები და ლექცია 5: ფუნქციები

250.00 ₾