Lumion-ის კურსი დამწყებთათვის

academica.ge წარმოგიდგენთ Lumion-ის კურსს დამწყებთათვის.

ლუმიონი არის 3D სარენდერო პროგრამა არქიტექტორებისთვის. იგი დაგეხმარებათ არქიტექტურული ნახაზების გაცოცხლებაში და თქვენ მიერ შექმნილ გარემოს მისცემს რეალისტურ სახეს სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით მცირე დროში.

გაითვალისწინეთ, იმისთვის, რომ ლუმიონი გამოიყენოთ დაგჭირდებათ მძლავრი კომპიუტერი, მინიმუმ 75 გიგაბაიტი თავისუფალი სივრცე კომპიუტერში, შედარებით მძლავრი გრაფიკული ბარათი და მეხსიერება. შეგიძლიათ გაეცნოთ ლუმიონის სისტემურ მოთხოვნებს.

ლუმიონის გამოყენება, ასევე, გულისხმობს, რომ თქვენ ნახაზი უკვე შექმნილი გაქვთ არქიკადში ან რომელიმე მსგავს არქიტექტურულ პროგრამაში. შესაბამისად, კურსის გასავლელად აუცილებელია არქიკადის საწყისების ცოდნა. არქიკადის შესასწავლად გაეცანით ჩვენს კურსს Archicad დამწყებთათვის.

ლუმიონი ფასიანი პროგრამაა, თუმცა, შეგიძლიათ წვდომა მიიღოთ უფასო საგანმანათლებლო ლიცენზიაზე.

კურსის ფარგლებში გაეცნობით Lumion-ის საბაზისო მახასიათებლებს.

  • რატომ უნდა გამოვიყენოთ Lumion-ი
  • როდის უნდა გამოვილენოთ Lumion-ი
  • Lumion-ის სამუშაო გარემოს შექმნა
  • Archicad-იდან Lumion-ში ფაილის შემოტანა
  • ლანდშაფტის მოწყობა
  • მასალები
  • ობიექტები
    • ავეჯი
    • მცენარეები
    • ავტომობილები
    • ადამიანები
  • განათება
  • სურათისა და ვიდეოს დარენდერება
  • Lumion-ის ფაილის შენახვა
  • Lumion

    Lumion-ი ფასიანი პროგრამაა, მისი ოფიციალური ვერსიის გადმოსაწერად ეწვიეთ ვებ-გვერდს. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო, სტუდენტური ლიცენზიით.

250.00 ₾ 49.00 ₾