ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ონლაინ აკადემია (Online Academy - ACADEMICA.ge) დაფუძნდა თბილისში 2020 წელს. აკადემიკა.ჯი არის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ კურსებს პროფესიონალი ტრენერების ავტორობით. 

აკადემიკა.ჯი-ს მიზანია ხარისხიანი განათლება გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამისათვის, ვქმნით მაღალი ხარისხის ონლაინ კურსებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისინი იყოს ხელმისაწვდომი.

ონლაინ განათლების ცენტრის დაფუძნებას წინ უძღოდა მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე, საქართველოს შრომის ბაზრის კვლევების მიმართულებით. კვლევების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არსებობს დიდი შეუსაბამობა ბაზრის მოთხოვნებსა და საგანმანათლებლო სივრცეების მიერ მიწოდებულ ცოდნას შორის. ასევე, პრობლემატური საკითხია განათლებაზე, როგორც გეოგრაფიული, ასევე, მატერიალური ხელმისაწვდომობა.

ხარისხობრივი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით ონლაინ აკადემია ქმნის ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ კურსებს.

გეოგრაფიული და ეკონომიკური ხელმისაწვდომობის აღმოფხვრისთვის შეიქმნა პორტალი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ერთ სივრცეში ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს და გაიაროს მაღალი ხარისხის ონლაინ კურსი სხვადასხვა მიმართულებით.

აკადემია აქტიურად მუშაობს ახალი კურსების შექმნაზე, რომელთაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

სიახლეებისთვის ონლაინ რეჟიმში მისაღებად დაგვიმეგობრდით Facebook გვერდზე:

https://www.facebook.com/Academica.ge

და გამოიწერეთ ჩვენი იუთუბ არხი:

https://www.youtube.com/channel/UCCri3F4tlIyXaWe29haE5aw

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია: +995 511 160 240

ჩვენი ელ ფოსტაა: info@academica.ge

ჩვენი მისამართია: თბილისი, წერეთლის 140


ჩვენი გუნდი